Wednesday, May 2, 2012

ისტორია


ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[7] ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III - ძვ. წ. I ათასწლეულებში.
პერიოდები ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I - II დინასტია); ძველი სამეფო (III - VI); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X); შუა სამეფო (XI-XII); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII); ახალი სამეფო (XVIII-XX); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVIIჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXXჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).
გვიანდელი პალეოლოთის პერიოდისთვის ჩრდილოეთ აფრიკის მშრალი კლიმატი თანდათან უფრო ცხელი ხდება, რამაც მოსახლეობა აიძულა ნილოსის ხეობის გასწვრივ მოეყარა თავი, და მას შემდეგ რაც თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ადამიანი ამ რეგიონში დასახლდა შუა პლეისტოცენში დაახ. 120 ათასი წლის წინ, ნილოსი ძველი ეგვიპტის სიცოცხლის წყარო იყო.[8] ნილოსის ნაყოფიერი დაბლობი ადამიანებს დასახლებული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და უფრო კომპლექსური, ცენტრალიზებული საზოგადეობის განვითარების საშუალებას აძლევდა, რაც ადამიანის ცივილიზაციის ისტორიის ქვაკუთხედი გახდა.
ძველი სამეფოს პერიოდში მოხდა საოცარი დაწინაურება არქიტექტურაში, ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში, რასაც ხელს უმართავდა მზარდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა, რაც თავის მხრივ შესაძლებელი გახადა კარგად განვითარებულმა ცენტრალურმა ადმინისტრაციამ.[24] ვეზირის ზედამხედველობით სახელმწიფო მოხელეები აგროვებდნენ გადასახადებს, კოორდინირებას უწევდნენ საირიგაციო პროექტებს მოსავლის გაზრდისთვის, გაჰყავდათ გლეხები სამშენებლო სამუშაოებზე და განავითარეს სისხლის სამართლის კოდექსის სისტემა, რაც მშვიდობასა და წესრიგს უზრუნველყოფდა.[25] პროდუქტიული და სტაბილური ეკონომოკის მოწეული ზედმეტი რესურსებით სახელმწიფოს საშუალება ეძლეოდა კოლოსალური მონუმენტების მშენებლობა დაეფინანსებინა. დიოსერისხუფუსა და მათი მემკვიდრეების მიერ აგებული პირამიდები ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოებია, რაც ამავე დროს იმ ფარაონების სიძლიერის მაჩვენებელია, რომლებიც ამ კულტურას მართავდნენ.
შუა სამეფოს ფარაონებმა ქვეყნის სტაბილურობა და ძლიერება აღადგინეს, რამაც სტიმული მისცა ხელოვნების, ლიტერატურისა და მონუმენტური სამშენებლო პროექტების წამოწყებას.[32] მენტუჰოტეპ II და მისი მე-11 დინასტიის მემკვიდრეები ქვეყანას თებედან მართავდნენ, მაგრამ ვეზირმა ამენემჰეტ I-მა მე-12 დინასტიის დასაწყისში გამეფებისას დაახ. ძვ. წ. 1985 წელს, ქვეყნის დედაქალაქი იტიტავიში გადაიტანა, რომელიც ფაიუმის ოაზისში მდებარეობდა.[33] იტიტავიდან, მე-12 დინასტიის ფარაონებმა წამოიწყეს შორს გამიზნული საირიგაციო სისტემის მშენებლობა, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდას უზრუნველყოფდა. ამასთან, ფარაონის ჯარებმა ნუბიელებს წაართვეს ოქროს საბადოებით მდიდარი ტერიტორიები, ხოლო პარალელურად მუშახელი აღმოსავლეთ დელტაზე აგებდა დამცავ სტრუქტურას, სახელად "მმართველის კედელი", გარე მტრისგან თავის დასაცავად.[34]
სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოების დამყარებითა და ვრცელი სასოფლო-სამეურნეო და მინერალური სიმდიდრით, ქვეყნის მოსახლეობა, ხელოვნება და რელიგია კვლავ აყვავდა. ძველი სამეფოს ღმერთების მიმართ ელიტისტური დამოკიდებულების ნაცვლად, შუა სამეფოში განვითარდა საიქიოს ე. წ. დემოკრატიზებული მოდელი, სადაც ყველა ადამიანს გააჩნდა სული და სიკვიდლის შემდეგ ყველას შეეძლო საიქიო განსასვენებელში მოხვედრა.[35] შუა სამეფოს ლიტერატურაში თემები უფრო დაიხვეწა, პერსონაჟები აღწერილია უფრო დამაჯერებელი, მრავალფეროვანი სტილით,[30], ხოლო რელიეფური და პორტრეტული ქანდაკებები ამ პერიოდში ხაზს უსვამს ინდივიდუალურ დეტალებს, რამაც ტექნიკური დახვეწის ახალ სიმაღლეებს მიაღწია

No comments:

Post a Comment